ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც თერჯოლელ პაციენტზე ისაუბრა, რომელსაც კლინიკაში კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი გამოუცხადეს, თუმცა თერჯოლაში დაბრუნების შემდგომ მას კოვიდ 19 დაუდასტურდა.
მისი განცხადებით, კლინიკაში შესვლისთანავე პაციენტს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. ანალიზის პასუხებმა კი მარჯვენამხრივი ფილტვების ანთება და პნევრიტი დაადასტურა, ასეთი დიაგნოზი კი კორონავირუსით დადასტურებულ არცერთ შემთხვევაში არ დასმულა. ენდელაძის თქმით, პაციენტს, რომ კორონავირუსი იმ პერიოდში ჰქონოდა, მაშინ მისი მდგომარეობა მძიმე იქნებოდა.
„თერჯოლის ფაქტის დადასტურებულ შემთხვევაზე მინდა ვისაუბრო. მე არ მეხებოდა და ჩემი გასინჯული ის პაციენტი არ იყო მაგრამ ის იმ ექიმმა გასინჯა, რომელმაც ტოტალური შრომა გასწია კორონავირუსთან ბრძოლაში. პაციენტი კლინიკაში მოხვდა 25 რიცხვში. ამ დროს შიდა გადაცემა საქართველოში არ იყო.
როდესაც ექიმმა ნახა პაციენტი ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, ნახა კლინიკური სურათი, მოისმინა ფილტვები და ნახა, რომ ქ ცვლილებები იყო. ჩატარდა ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევა. რენდგენოლოგიურ კვლევაზე დადასტურდა მარჯვენამხრივი ფილტვების ანთება და პნევრიტი.
პაციენტს ჰქონდა მარჯვენამხრივი პნევმონია. კორონავირუსის დროს არის სულ სხვანაირი. ჯერ ერთი - რენდგენოლოგიურად არ დასტურდება. არცერთ ჩვენ პაციენტს, რომლებიც შემოვიდნენ რენდგენოლოგიურად არ უდასტურდებოდათ. სხვანაირი გამოკვლევა არის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე დაბურული მინების სინდრომი და ის პირველ ეტაპზე და არც იმ პერიოდში არ დასტურდება. თუ დასტურდება არის აუცილებლად ორმხრივი პნევმონია. ეს იყო გამონაკლისი, რადგან იყო ცალმხრივი პნევმონია.
ლაბორატორიული მონაცემები ადასტურებდა, რომ იყო ბაქტერიული პნევმონია, სისხლში არსებული ბიოქიმიური ცვლილებები. აბსოლიტურად ყველა მონაცემი ადასტურებდა, რომ იყო ბაქტერიული ცალმხრივი პლევრო პნევმონია. ექიმმა პაციენტს შესთავაზა კლინიკაში დაწოლა, არა კორონავირუსზე იმიტომ, რომ ის არ იყო საეჭვო თავისი მონაცემებით. იმ პერიოდში არ იყო შიდა გავრცელება და თუ მას მანამდე კორონავირუსი ჰქონდა და ცალმხრივის შემდგომ მეორად ბაქტერიულით გართულდა აუცილებლად მძიმე იქნებოდა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.